"პირველ რიგში, ვულოცავ მთელ საქართველოს. ვულოცავ ბიჭებს, პირველივე წუთებიდან დავალება რაც ჰქონდათ, მაქსიმალურად შეასრულეს და მთელი ქვეყანა გაახარეს. ეს ყველაფერი აღუწერელია. ჯერჯერობით დღევანდელი დღით ვისიამოვნოთ და შემდეგში ვნახოთ, როგორ იქნება.
ჩემთვის ძალიან რთულია ასეთ თამაშში ვინმე ერთის გამორჩევა, მაგრამ მინდა მაინც დავასახელო ქოჩორაშვილი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია.
გულშემატკივარმა, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერზე. თავისი აურით მათ ფეხბურთელებს მუხტი მისცეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი ნაკრების წინაშე", - განაცხადა ქინქლაძემ.











