საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2024/25 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ტურნირზე ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. კოტე ტუღუშის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სამი ეტაპის გავლა სჭირდება.
დღეს გაიმართა წილისყრა, სადაც გაირკვა საქართველოს ჩემპიონის მეტოქე პირველ ეტაპზე. ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას სლოვაკურ "პატრიოტი ლევიცესთან" დაპირისპირებით დაიწყებს. ამ წყვილში გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე ესტონურ "კალევ/კრამოს" შეხვდება.
თუ ქუთაისი ჩემპიონთა ლიგის რომელიმე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდება, კოტე ტუღუშის გუნდი ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს — პირველი მეტოქე ცნობილია









