LaGazzetta.ge-ს მიერ დასპონსორებულ “ქუთაისის თასზე” ფინალი გაიმართა, და უამინდობის მიუხედავად, კიბერსპორტის დღესასწაული მაინც შედგა!
ფინალური მატჩი თეთრ ხიდზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო ორგანიზატორებს მისი გადატანა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოუწიათ, სადაც მანამდე დანარჩენი მატჩები გაიმართა.
ფინალში ერთმანეთშ გიორგი მახარაძე და ლაშა შავგულიძე დაუპირსპირდნენ, და ჩვენ ინგლისური დერბი ვიხილეთ: მანჩესტერ სიტი ლივერპულის წინააღმდეგ.
“ბათუმის თასისგან” განსხვავებით, სადაც დაძაბული ბრძოლაში ჯანო იაკობაძემ კუკა ვასაძე 2:1 დაამარცხა, ამ ფინალში ინტრიგა არ იყო. გიორგი მახარაძემ მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა და მესტიის საგზური მოიპოვა.
ფინალის ჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ:
მაისში “გზა მესტიისკენ” თბილისში შემოუხვევს, მის შემდეგ კი ჩვენ მესტიისკენ გავემგზავრებით.















