ცნობილმა იტალიელმა სპეიცალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ,სკუადრა აძურა ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
"ბოსნიასთან გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო, თუმცა როცა მუნდიალზე ნაკრებების რაოდენობა იზრდება და შენ იქ მაინც ვერ ხვდები, პრობლემა უკვე სხვა რამეშია.
რაღაც განსხვავებული უნდა გავაკეთოთ. მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს დაავადება, რომელიც არ განიკურნა.
ეროვნული ნაკრები შიდა ჩემპიონატის სარკეა. სერია ა-ში მჭიდრო თამაშები და ნაკლები სპრინტია და როცა ისეთ ნაკრებთან თამაშობ, სადაც სისწრაფეები და ბევრი სპრინტებია, პრობლემებს აწყდები.
ჩემპიონატში უნდა გაუმჯობესდეს თამაშების ტემპი, დაიხვეწოს ტექნიკური მხარე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ეს მათთვის უცხო აღარ იყოს", - განაცხადა კაპელომ.









