ჩვენი ჯგუფის შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩეხეთს შეხვდა და უგოლო ფრე ითამაშა, რაც ჩვენთვის კარგი იყო.
ბოლო ტურში საქართველო სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება და აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება, რადგან პირველი ადგილი დავიკავოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
თუ საქართველო ჩეხეთს დაამარცხებს, ჯგუფიდან აუცილებლად გავა. ფრე არ გვაწყობს. ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, ოლომოუკში გაიმართება.










