სერია A-ს მე-7 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ფიორენტინას დაპირისპირება იხილა. მაქს ალეგრის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, რასაც ვერ ვიტყოდით სტეფანო პიოლის შეგირდებზე.
"როსონერი" ამ მატჩს 6 ფეხბურთელის გარეშე შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად მოახერხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მილანს რაფა ლეაომ ულიდერა, რომელმაც ფიორენტინას დუბლი შეუსრულა.
სან სიროს ბინადრები ამ გამარჯვებით 16 ქულას აგროვებენ, რითაც სატურნირო ცხრილში პირველ ადგლზე გადასვლას ახერხებენ.
მილანი 2-1 ფიორენტინა
გოლები: 0-1 რობინ გოზენსი 55', 1-1 რაფაელ ლეაო 63', 2-1 რაფაელ ლეაო (პენ.) 86'.
მატჩის მიმოხილვა









