პირველ ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტი ვიხილეთ - ლეაო, ჟირუ, ჩუკვუეზე, ბელოტი, იკონე, ეს ფეხბურთელები ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა პირველ 45 წუთში, გატანილი გოლი არ გვინახავს.
მეორე ნახევარი ძალიან კარგად დაიწყო. რაფა ლეაოს ეფექტური პასით მილანი წინ რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გაიყვანა, რასაც მალევე ალფრედ დანკანის შორეული დარტყმა და გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. 53-ე წუთზე კი რაფა ლეაოს საოცარი დრიბლინგი და გოლი ვიხილეთ. პორტუგალიელმა "როსონერი" ისევ წინ გაიყვანა, ანგარიშით 2:1.
ამის შემდეგ უპირატესობა ფიორენტინას მხარეს გადავიდა, თუმცა "ვიოლამ" მაიკ მენიოს და მილანის დაცვას ვერაფერი მოუხერხა.
ამ გამარჯვებით მილანმა 65 ქულა მოაგროვა და ცხრილში ადგილი მეორე პოზიციაზე გაიმყარა.









