როგორც მოგეხსენებათ, 1995 წლამდე ოქროს ბურთით მხოლოდ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს აჯილდოვებდნენ. 2016 წელს, France Football-მა გააკეთა ოქროს ბურთის ერთგვარი გადააზრება და ალტერნატიული სია შემოგვთავაზა. როგორი იქნებოდა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, არაევროპელი მოთამაშეების მონაწილეობით.
ფრანგული გამოცემის აზრით, 1958 - 1995 წლებში, სამხრეთ ამერიკა 12 ოქროს ბურთს წაიღებდა. შვიდ ჯილდოს მიიღებდა ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე, ორ ჯილდოს დიეგო მარადონა, თითოს კი მანუელ გარინჩა, მარიო კემპესი და რომარიო ფარია.
| წელი | გამარჯვებული | ალტერნატიული გამარჯვებული |
| 1958 | რაიმონდ კოპა | პელე |
| 1959 | ალფრედო დი სტეფანო | პელე |
| 1960 | ლუის სუარესი | პელე |
| 1961 | ომარ სივორი | პელე |
| 1962 | იოზეფ მაშოპუშტი | გარინჩა |
| 1963 | ლევ იაშინი | პელე |
| 1964 | დენის ლოუ | პელე |
| 1970 | გერდ მიულერი | პელე |
| 1978 | კევინ კიგანი | მარიო კემპესი |
| 1986 | იგორ ბელანოვი | დიეგო მარადონა |
| 1990 | ლოთარ მათეუსი | დიეგო მარადონა |
| 1994 | ხრისტო სტოიჩკოვი | რომარიო |









