მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ლიონელ მესისა და ლამინ იამალის შედარებაზე ისაუბრა. ტიტულოვანი სპეციალისტის აზრით, ესპანელი ვინგერის შედარება არგენტინელ ფლეიმეიქერთან, ეს იგივეა, რაც დამწყები მხატვრის შედარება ვინსენტ ვან გოგთან.
"იამალს ყველაფერი წინ აქვს და საკუთარი გზის გაგრძელება უნდა ვაცადოთ. 15 წელი რომ გავა, ვიმსჯელებთ, ჯობია ის მესის თუ არა. ცხადია, ლეოსთან შედარება უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით იმხელა სხვაობაა, როგორიც ვან გოგსა და დამწყებ მხატვარს შორის."
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ბარსელონას ათიანი სწორედ ესპანელი გარემარბი იქნება. ის არის მხოლოდ 18 წლის, თუმცა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლამინმა კატალონიურ კლუბში უკვე 100-ზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.









