"კურტუამ სხვებზე უკეთ იცის, თუ რა სახის დატვირთვას გაუძლებს მისი სხეული. მან თამაში განაახლა სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონატზე კი მოედანზე გასვლა ყოველი 3-4 დღის შემდეგ არის საჭირო. ჩვენ ვისაუბრეთ, რის შედეგადაც ჩავთვალე, რომ ტიბო ევრო 2024-ისთვის მზად არ არის", - განაცხადა "წითლების" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, ბელგიელმა მეკარემ ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მეკარე ითამაშებს "სამეფო კლუბის" რიგებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში. ერთ მხარეს არის ლაზარეთიდან დაბრუნებული 32 წლის კარის დარაჯი, მეორე მხარეს კი - ანდრეი ლუნინი, რომელიც "ბლანკოსის" კარში მთელი სეზონის მანძილზე იდგა.











