ინგლისის ჩემპიონშიფის გასულ ტურში უოტფორდი საკუთარ მოედანზე პორტსმუთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პირველი ტაიმის სემდეგ შეცვალეს.
"ჩაკვეტაძის ადრეული შეცვლა მთლიანად ტაქტიკურ ცვლილებას უკავშირდება და არა სხვა რამეს.
პირველ ნახევარში შეტევაში აქტიური თამაში არ გამოგვდიოდა, ამიტომ გადავყწვიტე, ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე დუმბია შემეყვანა", - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ.
27 ტურის შემდეგ, ჩაკვეტაძის უოტფორდს 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.









