უკრაინასთან გამართულ 1:1 მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ ვილი სანიოლმა მოედნიდან გიორგი ჩაკვეტაძე გაყვანა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა.
"ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშზე დადებითი გავლენა მოახდინეს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა.
რატომ შევცვალე ჩაკვეტაძე? - ეს ტაქტიკური ცვლილება იყო. დავთაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო და გაამწვავა. მისი ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ ერთი მეორე ფეხბურთელს ჯობია.
დღევანდელ შეხვედრაში ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ძალიან ბევრი ირბინა.", - განაცხადა სანიოლმა.









