მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გააკეთა და ვერ მოგების მიზეზებზე ისაუბრა.
"რატომ ვერ ვიგებთ თამაშებს? - მიზეზი ერთია: ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ასეთი შეცდომების დაშვებას ყოველთვის არასასურველი შედეგი მოჰყვება.
როდესაც საკუთარ მოედანზე 3 გოლს უშვებ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - 3 გაშვებული გოლის შემდეგ, შეტევაში რაც არ უნდა კარგად ვითამაშოთ, მოგება მაინც რთულია.
შესაბამისად, შეცდომებს უნდა მოვუკლოთ და მეტი კონცეტრაციით ვითამაშოთ. გრანადასთან შეგვეძლო თამაში 2:0 დაგვესრულებინა, მაგრამ გოლი აქეთ გავუშვით და საბოლოოდ, ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ჩავიმ.









