ამ ამბის შემდეგ კი, არანაკლებ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური პრესა. როგორც ირკვევა, რეალ მადრიდის მთლიანმა გუნდმა ოქროს ბურთის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა! ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და კარლო ანჩელოტი დღევანდელ დაჯილდოებას არ დაესწრებიან, გადაწყვეტილება საბოლოოა და ამის შესახებ ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა უკვე იციან.
ესპანური გამოცემების თქმით, ოქროს ბურთს უდიდესი ალაბთობით, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი როდრი მოიგებს!
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აქვე, იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი.
აქვე, იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი.










