რეალ მადრიდმა ლა ლიგის მე-10 ტურში, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დანი კარვახალი დაკარგა. როგორც ესპანურ პრესაში იწერება, 33 წლის განაპირა მცველმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით 2-დან 3 თვემდე იუქმებს.
დანი კარვახალი მოედანს სულ ახლახანს დაუბრუნდა, თუმცა მისთვის სამწუხაროდ ახალი ტრავმა მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს საკმაოდ ბევრ მატჩში ვერ დაეხმარება. ჩაბი ალონსო ვეტერან ესპანელ მცველს ბოლომდე ენდობოდა, შესაბამისად, მისი დანაკლისი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდმა ლა ლიგის ბოლო ტურში ბარსელონა 2-1 დაამარცხა, რის შემდეგაც 27 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა.









