ბოლო რამდენიმე დღეა იურგენ კლოპს სხვადასხვა გამოცემები როგორც რეალ მადრიდს, ისე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, გერმანელის აგენტმა Sky Sport Germany-სთან ისაუბრა.
"იურგენი რედ ბულში ძალიან ბედნიერია. გასაგებია, რომ მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ კლოპი რედ ბულის ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო სეზონში, რომელიმე გუნდის ან ნაკრების გაწვრთნას ნამდვილად არ გეგმავს.
"
შეგახსენებთ, იურგენ კლოპი რედ ბულის საფეხბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2025 წლის 1 იანვარს გახდა.









