"სამეფო კლუბის" მხრიდან გოლები გაიტანეს დანი კარვახალმა, ვინისიუს ჟუნიორმა (დუბლი) და ბრაჰიმ დიასმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ამ უკანასკნელმა საერთაშორისო ასპარეზზე მაროკოს ნაკრებში თამაში აირჩია.
რაც შეეხება "ბლანკოსს", პამპლონაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგის ლიდერი აგროვებს 72 ქულას და უახლოეს მდევართან, ჟირონასთან სხვაობას 10 ქულამდე ზრდის.
აქვე დავამატებთ, რომ რედ ბულ ლაიპციგის დამარცხებით, კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.











