შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, პირველი გოლი კი მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა — 54-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში კურტუამ ჩაჭრა და სტუმრები დაწინაურდნენ.
გაშვებული გოლის შემდეგ, სამეფო კლუბმა მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო. 58-ე წუთზე კარვახალმა გაათანაბრა, 75-ე წუთზე როდრიგომ მასპინძლები წინ გაიყვანა, რასაც ზუსტად 3 წუთში, ვინისუსის გოლიც მოჰყვა. მატჩს საბოლოო ანგარიში, 4:1 მბაპემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით 90-ე წუთზე დააფიქსირა.
6 მატჩის შემდეგ, რეალს 14 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება — კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის მომდევნო ტურში, 24 სექტემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე ალავესს მიიღებს.









