ლა ლიგის 32-ე ტურში რეალ მადრიდი სევილიაში ესტუმრა რეალ ბეტისს, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1. ვინისიუს ჟუნიორის გოლით, "სამეფო კლუბი" იგებდა შეხვედრის უკანასკნელ წუთებამდე, მაგრამ "ვერდიბლანკოსისთვის" ქულის გადარჩენა ექტორ ბელერინმა შეძლო.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების პრობლემები გრძელდება - მხოლოდ ერთი გამარჯვება ბოლო ექვს მატჩში. ამის გარდა, იმ შემთხვევაში, თუ დღეს ბარსელონა მოუგებს ხეტაფეს, ალვარო არბელოას შეგირდებთან სხვაობას გაზრდის 11 ქულამდე, პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე კი 5 ტური იქნება დარჩენილი.
რეალ ბეტისი 1:1 რეალ მადრიდი
გოლები: 0:1 ვინისიუს ჟუნიორი 17', 1:1 ექტორ ბელერინი 90+4.









