გერმანელებმა გოლი მეორე წუთზევე გაიტანეს, თუმცა ვიდეომსაჯის გადამოწმების შედეგად, გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარის სტარტზე ბრაჰიმ დიასმა რეალი დააწინაურა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა და რეალმა მძიმე ბრძოლაში 0:1 მოიგო.
ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება უკვე სანტიაგო ბერნაბეუზე, 6 მარტს შედგება.









