ლა ლიგის პირველ ტურში რეალ მადრიდმა ოსასუნა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძლების მხრიდან 11-მეტრიანით კილიან მბაპემ შეაგდო. აღნიშნულ შეხვედრაში ასევე გამოსარჩევი იყო ფრანკო მასტანტუონოს დებიუტი "სამეფო კლუბის" რიგებში.
არგენტინელი შემტევი 68-ე წუთზე ბრაჰიმ დიასის ნაცვლად შემოვიდა. სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ოვიედო, 24 აგვისტოს, სტუმრად.
რეალი 1:0 ოსასუნა
გოლი: 1:0 კილიან მბაპე 51'.









