ნიდერლანდელმა მრბოლელმა ბაჰრეინის გრან პრი გრანდ სლემით მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციაში მოპოვებული პოულის შემდეგ, მთელი რბოლა ლიდერობდა და უსწრაფესი წრეც დააფისქირა.
მეორე ადგილზე ვერსტაპენის მექსიკელი თანაგუნდელი, სერხიო პერესი გავიდა, ხოლო ფინიშის ხაზი მესამე პოზიციით ფერარის ესპანელმა პილოტმა, კარლოს ასინსმა გადაკვეთა.
ბაჰრეინის გრან პრის ათეული:
1) მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 26 ქულა;
2) სერხიო პერესი (რედ ბული) - 18 ქულა;
3) კარსლო საინსი (ფერარი) - 15 ქულა;
4) შარლ ლეკლერი (ფერარი) - 12 ქულა;
5) ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 10 ქულა;
6) ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 8 ქულა;
7) ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 6 ქულა;
8) ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 4 ქულა;
9) ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 2 ქულა;
10) ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 1 ქულა;
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მეორე რბოლა, ზუსტად 1 კვირაში, საუდის არაბეთში გაიმართება.











