რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და სენსაციური მატჩებით დაბრუნდა.
თავის მხრივ, დამყარდა რამდენიმე რეკორდიც. მოგეხსენებათ, ყველაზე უხვგოლიანი მატჩი იუვენტუსსა და დორტმუნდს შორის შედგა, რომელიც 4:4 დასრულდა.
ეს მატჩი გახდა ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ყველაზე უხვგლიანი მატჩი ბაიერნისა და დინამო ზაგრების შემდეგ. ამ გუნდებს შორის გამართული ერთი წლის წინანდელი მატჩი რეკორდმაისტერმა 9:2 მოიგო.
რეალმა მარსელი 2:1 დაამარცხა. მარსელის მხრიდან გოლი ტიმ ვეამ გაიტანა. ვეა გახდა მარსელის პირველი ფეხბურთელი 2009 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო მატჩში შეძლო გოლის გატანა.
კილიან მბაპემ რეალის მაისურით 50-ე გოლი გაიტანა და ამისთვის 64 მატჩი დასჭირდა, რაც რონალდუს შემდეგ საუკეთესო შედეგია, პორტუგალიელმა 50 გოლი 54 მატჩში გაიტანა.
რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრანკო მასტანტუონო გახდა ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა - 18 წლის და 33 დღის.









