გარდა სანახაობრივი თამაშისა, ამ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო რეკორდიც დამყარდა.
ტონი კროოსი, ნაჩო ფერნანდესი, ლუკა მოდრიჩი და დანი კარვახალი ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ აქვთ მოგებული.
ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა - 2022 წელს ლივერპულთან და 2024 წელს დორტმუნდთან.
ვინისიუსმა დორტმუნდთან 8 წარმატებული დრიბლინგი გააკეთა, რაც ფინალების ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. პირველ ადგილს ლეო მესი 10 დრიბლინგით იკავებს, რომელიც მან იუვენტუსთან განახორციელა.
კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო.
ჯეიდონ სანჩო და ჯუდ ბელინგემი პირველი ინგლისელები არიან, რომელებმაც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არაინგლისური გუნდებიდან ითამაშეს.
19 წლის არდა გიულერი გახდა პირველი თურქი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.










