გარდა იმისა, რომ მატჩი სანახაობრივი და დრამატული იყო, ელ კლასიკოზე რამდენიმე საინტერესო რეკორდიც დამყარდა:
როცა რეალის ფრანგი ფეხბურთელი აურელინ ჩუამენი ძირითადშია, მადრიდელები უკვე ზედიზედ 28 მატჩია არ აგებენ.
16 წლის და 283 დღის იამალი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ელ კლასიკოს მატჩი სასტარტოდან დაიწყო.
2018 წლის შემდეგ, ვინისიუსს ბარსელონას კარი ბენზემასთან ერთად ყველაზე მეტჯერ აქვს აღებული - ორივე მათგანს 7-7.
ფერმინ ლოპესის გოლით ბარსელონა გახდა გუნდი, რომლის შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებიც ლა ლიგაში ყველაზე მეტ გოლს იტანენ - 12.
რუდ ვან ნისტელროის შემდეგ, ჯუდ ბელინგემი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო 2 ელ კლასიკოზე გოლი გაიტანა.
21-ე საუკუნეში პირველად მოხდა, რომ ბარსელონამ ელ კლასიკოზე 2 გოლი გაიტანა, მაგრამ თამაში მაინც წააგო.










