"მიხარია და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი საშინაო შეხვედრა მოვიგე, ახლა მზადება შემდეგი კვირისთვის უნდა დავიწყოთ, სადაც ესპანეთს დავუპირისპირდებით. იმისთვის რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, ბევრი უნდა ვივარჯიშოთ და ამ ვარჯიშის შედეგი მოედანზე ვაჩვენოთ. საოცარი ატმოსფერო იყო, გულშემატკივრებმა კარგი გარემო შექმნეს, შევხვდებით შემდეგ კვირაში,” - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.
„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის მორიგ შეხვედრაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 17 თებერვალს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









