ბარსელონას ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. ვეტერანის აზრით, პოლონელმა ფორვარდმა კატალონია უნდა დატოვოს. ოქროს ბურთის მფლობელ ბრაზილიელს მიაჩნია, რომ კლუბმა აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე უნდა გადაიტანოს.
"ლევანდოვსკი ბრწინვალე თავდამსხმელია, თუმცა ის უკვე ასაკშია, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ჩემს დროს, როდესაც ფეხბურთელი 30 წლის ხდებოდა, კლუბი მის გაყიდვას განიხილავდა. ახლა კი დიდ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა 37-38 წლის მოთამაშეებსაც კი აქვთ. უცნაურია ეს ყველაფერი, რაც ხდება.
არაფერი მაქვს რობერტის საწინააღმდეგო, უბრალოდ, ჩემი აზრით, კატალონიელებმა ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გადაიტანონ", - განაცხადა "ბლაუგრანას" ყოფილმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი შემტევის სახელს საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ.











