ლუის დიასისა და მაიკლ ოლისეს დუეტმა უკვე გადაასწრო არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წყვილს ერთ სეზონში განხორციელებული შედეგიანი მოქმედებების მაჩვენებლით. ახლა, კოლუმბიელი და ფრანგი ვინგერები მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულ გარემარბთა დაჩრდილვას ინდივიდუალურადაც გეგმავენ.
კრისტალ პალასის ყოფილ შემტევს ეს უკვე გამოუვიდა - 47 ქულა, გოლს პლიუს საგოლე გადაცემის სისტემით. რაც შეეხებათ მის წინამორბედებს, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ექს-ვინგერმა თავის საუკეთესო სეზონში (2011/12) მოაგროვა 44 ქულა, ნიდერლანდელმა გარემარბმა კი 38 (2013/14).









