9 ნოემბერს ლივერპული მანჩესტერ სიტის ესტუმრება. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის კარში იდგება გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრაში, მადრიდის რეალსა და ბირმინგემის ასტონ ვილასთან გოლი არ გაუშვა. რაც შეეხება ქართველი გოლკიპერის კონკურენტს, ალისონ ბეკერს, ის როგორც არნე სლოტმა თქვა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
"სანაკრებო შესვენების შემდეგ, ნოტინგემთან მატჩისთვის ალისონი სრულად იქნება მზად. რაც შეეხებათ დანარჩენ ტრავმირებულებს, ფრიმპონგი ფორესტთან შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. ისაკი? მან გამოტოვა 3 კვირა და ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება.
მან სიტისთან მატჩი? ამ დაპირისპირებას ველოდებოდი მაშინაც, როცა ლივერპულში არ ვმუშაობდი. ერთმანეთს ეთამაშებიან ისეთი გუნდები, რომლებიც 10-დან 9 შემთხვევაში შენს მოლოდინს ამართლებენ."









