ბარსელონა კამპ ნოუზე დასაბრუნებლად ემზადება. როგორც ცნობილი ხდება, სტადიონის დიდი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და არენა მზადაა 62 000 გულშემატკივრის მისაღებად. კლუბში კი კამპ ნოუზე დაბრუნებაზე უკვე ფიქრობენ, შესაბამაისად, არის შანსი წლის ბოლოდან ბარსელონამ საშინაო მატჩები კვლავ ლეგენდარულ სტადიონზე ჩაატაროს.
სტადიონის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2026 წლის აგვისტოში იგეგმება, თუმცა კატალონიური კლუბი კამპ ნოუზე იმაზე ბევრად ადრე დაბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სტადიონის ტევადობა 104 000-მდე გაიზრდება, რაც კამპ ნოუს ევროპის უდიდეს სტადიონად აქცევს.