უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო პეცოლანომ გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფლეიმეიქერმა გასული სეზონი ტრავმით დაასრულა. ურუგვაელი დამრიგებელი იმედოვნებს, რომ ლონდონელთა ლიდერი მალე დაბრუნდება.
"ჩაკვეტაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც რეაბილიტაციას გადის. ის არის უოტფორდის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და საბედნიეროდ, გიორგი სარეაბილიტაციო პროცესის ბოლო ეტაპზეა. ის მუშაობს, როგორც დარბაზში, ისე მოედანზეც. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები.
როდის ვიხილავთ ქართველ გამთამაშებელს? წესით, დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის ის იქნება მზად, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრეც. საქართველოს ეროვნული გუნდის ფლეიმეიქერზე დიდ იმედებს ვამყარებ."









