ბოლო სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ნეიმარი სათამაშოდ ჯერ მზად არაა, თუმცა სრულფასოვან დაბრუნებასთან ფეხბურთელი საკმაოდ ახლოსაა. ბრაზილიელმა შემტევმა უმძიმესი ტრავმა 2023 წლის ოქტომბერში მიიღო, როდესაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ნეიმარი საუდის ლიგაში 2023 წელს გადაბარგდა — წინა სეზონში ბრაზილიელმა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები, შემდეგ კი იყო მორიგი მძიმე ტრავმა და ხანგრძლივი პაუზა. 32 წლის ფეხბურთელს ალ ჰილალთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა საუდის გუნდს კონტრაქტის კიდევ 1-წლით გაგრძელების უფლება აქვს.









