ჰაიდენჰაიმის თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე მუხლის ტრავმის გამო 29 მარტის შემდეგ არ თამაშობს. გერმანული გუნდის ახალწვეულმა ქართველმა ფორვარდმა გამოტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის ბაიერნთან, ლევერკუზენის ბაიერსა და ფრანკფურტის აინტრახტთან.
25 აპრილს ბადენელები ეთამაშებიან შტუტგარტს და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვერც ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. "როთბლაუსის" დამრიგებელმა ფრანკ შმიდტმა განაცხადა, რომ 31 წლის ფორვარდი პროგრესირებს, მაგრამ თავის კლუბს ის ვერც ამ კვირაში დაეხმარება.
რაც შეეხება ფოიტ-არენას ბინადრების მე-12 ნომრის დაბრუნების თარიღს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის დაბრუნდება შემდეგ კვირაში და გერმანიის ჩემპიონატის დარჩენილ 3 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შმიდტის გუნდის მეტოქეები ბოხუმი, უნიონ ბერლინი და ვერდერ ბრემენი იქნებიან.









