საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ 7-თვიანი პაუზის შემდეგ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი უოტფოდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ გააკეთა.
"სასიხარულოა, რომ ჩაკვეტაძე ტრავმიდა ბრუნდება და ვარჯიშები განაახლა. ვფიქრობ, მისი მეოდანზე დაბრუნებისთვის საუკეთესო დრო უნდა გამოვნახოთ და დავაკვირდეთ მის პროგრესს", - განაცხადა გრასიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ბოლო მატჩი მან 5 აპრილს, ბრისტოლის წინააღმდეგ ჩაატარა.









