ფულჰემის განადგურების შემდეგ, როდრი ერნანდესის დაუმარცხებელი სერია 71 შეხვედრამდე ავიდა. დიახ, მანჩესტერ სიტიმ მთელი ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე წააგო, მაგრამ მხოლოდ იმ მატჩებში, რომელშიც ესპანელ ჩამშლელს მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება მხოლოდ პრემიერ ლიგას, "ქალაქელთა" შუახაზელის წაუგებელი სერია 48 თამაშს შეადგენს.
27 წლის საყრდენი ნახევარმცველის მსგავსი შედეგი აქვთ ტიერი ანრისა და კოლო ტურეს - ორივე მათგანი ლონდონის არსენალში ასპარეზობის პერიოდში ასევე 48 მატჩის მანძილზე არ აგებდა. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც "ლურჯების" მე-16 ნომერზე წინ არის, სოლ კემპბელია, თავისი 56-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიით.
იმ შეხვედრებში, რომელშიც თამაშობდა ინგლისელი ცენტრალური მცველი, "მეთოფეები" ორი წლის განმავლობაში (2002-2004) არ მარცხდებოდნენ. აქვე დავამატებთ, "კანონირების" წაუგებელი და ამ დროისთვის ბოლო ჩემპიონობა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა როდრი არსენ ვენგერის ლეგენდარული შეგირდის რეკორდის დამხობას.











