მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, სენტ-ეტიენის ფანები 24 წლის ვინგერის თამაშს გამოეხმაურნენ:
"როგორ შეიძლება ზურიკოს სკამზე დატოვება? ამის ფუფუნება როდიდან გვაქვს?"
"გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი სკამიდან თამაშს იწყებს და ჩვენ რამეზე გვაქვს პრეტენზია?"
"მორიგი მატჩი და მორიგი დაკარგული ქულები... ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულში დავითაშვილს დავკარგავთ."
"ღმერთმა დალოვოს დავითაშვილი. ის რომ არა, ახლა უკვე ლიგა 2-ში ვიქნებოდით."
"ასეთი საოცარი მოთამაშის შენარჩუნება, როგორიც ზურიკო დავითაშვილია, ზაფხულში ძალიან გაგვიჭირდება."
"გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ზურიკოს როცა ვუყურებ, მახსენდება თუ რატომ მიყვარს ფეხბურთი."
"არ ვიცი რამდენ ხანს დარჩება დავითაშვილი ჩვენთან, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მას სენტ-ეტიენის მაისურით თამაში მოუწია."
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება სენტ-ეტიენს, "მწვანეები" 16 ტურის შემდეგ, 19 ქულით, მე-16 პოზიციას იკავებენ.









