დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის შეხვედრა კატალონიის ბარსელონასა და პსჟ-ს შორის.
მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ გააკეთა და იამალის შეჩერების გზებზე ისაუბრა.
"როგორ შევაჩეროთ იამალი? - არ დაგავიწყდეთ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველის წინააღმდეგ ითამაშებს. ვფიქრობ, ნუნო მენდეშს შეუძლია, რომ ის შეაჩეროს.
ბარსელონასა და პსჟ-ს სათამაშო სტილში დიდი განსხვავებაა, თუმცა საერთო ის გვაქვს, რომ ბურთთან ერთად თამაში და კონტროლი გვიყვარს.
ბარსელონასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედია, ეს მოგონებები დღესაც გაგრძელდება', - განაცხადა ჰაკიმიმ.









