მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები შინ საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამ შეხვედრაში ესპანელებს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება - როდრი, უილიამსი, იამალი, ჰუინსენი, კარვახალი, ოლმო და სხვები.
ლუის დე ლა ფუენტეს კი ბევრი რამის გადაწყობა უწევს და სავარაუდოდ, ტაქტიკურ სქემასა და სათამაშო სტილშიც ცვლილებები იქნება.
ასეთი იქნება ესპანეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა საქართველოსთან მატჩში
მეკარე: უნაი სიმონი
მცველები: პედრო პორო, ლე ნორმანდი, კუბარსი, კუკურელია
ნახევარმცველები: სუბიმენდი, პედრი, მიკელ მერინო
თავდამსხმელები: იერემი, ოიარსაბალი, ფერან ტორესი









