დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირება პსჟ-სა და ლივერპულს შორის.
ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ქართველების დაპირისპირებაა - ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ.
გავლენიანი ფრანგული გამოცემები გვთავაზობენ სავარაუდო შემადგენლობას, თუ როგორი იქნება პსჟ-ს 11-ეული ლივერპულთან შეხვედრაში.
მეკარე: საფონოვი
მცველები: ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში
ნახევარმცველები: ზაირე-ემერი, ვიტინია, ნევეში
თავდამსხმელები: დუე, დემბელე, კვარაცხელია









