ხვალ, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის.
როგორც ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.
საბედნიეროდ, მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე უბრუნდება, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით ერთი წელია არ უთამაშია, თუმცა ჩვენს ნაკრებს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო გამოაკლდა.
ასეთი იქნება საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩვენი ვერსიით.









