მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის, ჩვენი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
გასაკვირი არაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა და მეტოქე მის შეჩერებას ვერ ახერხებდა.
მაღალი შეფასება მიიღეს ირაკლი აზაროვმა და ჟორჟ მიქაუტაძემაც, რომელმაც ასევე გოლი გაიტანა.









