პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ბერგამოს ატალანტა 4:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან მეორე გოლი შეაგდო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის თამაში შეხვედრის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ახალგაზრდა ვინგერი მოედანზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო და 8.5-ქულიანი შეფასებაც მიიღო.
ქართველ გარემარბზე მაღალი შეფასება მიიღო მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა - მარკინიოს კორეამ (9.1) და ნუნო მენდეშმა (9.0). დავუბრუნდეთ პსჟ-ს ვინგერს, რომელმაც მოედანზე გაატარა 75 წუთი და გატანილი ბურთის გარდა, ის გამოირჩა 3/3 წარმატებული დრიბლინგითა და პასების 87%-იანი სიზუსტით.









