ცოტა ხნის წინ დასრულდა მორიგი ამხანაგური შეხვედრა მილანსა და ლივერპულს შორის, რომელიც მილანელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო. სამწუხაროდ, მილანმა მერსესაიდელებს იმდენად აჯობა, რომ მამარდამ 3 ბურთი გაუშვა და 6.2 შეფასება მიიღო.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს ლივერპული 29 ივლისს, იოკოჰამას წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულში მამარდაშვილის დებიუტი პრესტონის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან კარი მშრალად შეინახა.









