ნაპოლისთან დაახლოებული წყაროები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ზაფხულში, ანტონიო კონტე კლუბის მფლობელსა და პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, სადაც მხარეები სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
ზემოხსენებული წყაროების თქმით, როგორც წინა წელს, ახლაც საკმაოდ დიდი შანსია ანტონიო კონტემ ნაპოლი დატოვოს, რადგან 56 წლის იტალიელ სპეციალისტს კლუბისგან გარანტიები სჭირდება.
წინა წელს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ბევრიც დახარჯა, თუმცა მათთვის სამწუხაროდ, ტრანსფერების უმეტესობამ ვერ გაამართლა, რის გამოც 2025/26 სეზონი ჩავარდა. რა იქნება ზაფხულში, ამას ყველანი ერთად გავიგებთ, თუმცა ერთ რამ ფაქტია, ანტონიო კონტეს გარშემო საუბრები არ წყდება და ასე გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც.









