საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს ანჟე და პსჟ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ამ შეხვედრაში ძირითად მეკარედ ლუკას შევალიეს, ენრიკემ ასეთი პასუხი გასცა.
"ფეხბურთი უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა. როცა ლუკასს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდით, აღარ ათამაშოვო, ახლა კი მუდმივად მეკითხებით, როდის ვაპირებ მის დაბრუნებას.
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამაა, თუმცა ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა ენრიკემ.
ფრანგ მეკარეს პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მის ადგილს საფონოვი იკავებს, რომელიც ბრწყინვალე მატჩებს ატარებს.









