სულ რამდენიმე წუთის წინ, რომამ მომდევნო სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. 2025/26 წლების სეზონის ახალ საშინაო ფორმაში გამოკვეთილია ყვითელი და წითელი ფერები, რომლებიც კლუბის 90-იანი წლების დიზაინს მოგვაგონებს.
როგორც "ჯალოროსის" ოფიციალურ სიატზე ვკითხულობთ, ფორმაზე ასახულია ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა, რომელიც შექმნილია რომას გულშემატკივრების ვნების გასაღვივებლად, კლუბის წარსულისადმი პატივის მისაგებად და adidas-ის მიერ რომასთვის შექმნილი ფორმების ყველაზე პოპულარული მახასიათებლების ხელახლა წარმოსადგენად.
იხილეთ ფოტოები









