დღეს, დერბი დელა მადონინაში ასევე ფრე ითამაშა მილანის ინტერმაც, რითაც "ლურჯებთან" ჩამორჩენა კვლავ სამი ქულა დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ნერაძურის" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბოლოს კი დავამატებთ იმასაც, რომ მარადონას ბინადრებმა იტალიის ჩემპიონატში ქულები 8 დეკემბრის შემდეგ, პირველად დაკარგეს.
ანტონიო კონტეს გუნდი იმ შეხვედრაში დამარცხდა რომის სხვა წარმომადგენელთან - ლაციოსთან. იმის შემდეგ, სერია ა-ს ლიდერმა ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო.











