"ჯალოროსიმ" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, მატჩის ერთადერთი გოლი ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა.
დანიელე დე როსის გუნდი აგროვებს 55 ქულას და მეხუთე ადგილზე რჩება. ბოლონიასთან ჩამორჩენა მცირდება ორ ქულამდე, თუმცა ტიაგო მოტას გუნდს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.
რაც შეეხება ლაციოს, ისინი 46 ქულით, მეშვიდე ადგილზე არიან. ცნობისთვის, სერია ა-ში ეს იგორ ტუდორის მეორე მატჩი იყო, რომაელთა მწვრთნელის რანგში. შეგახსენებთ, გასულ ტურში "ბიანკოჩელესტემ" ტურინის იუვენტუსი დაამარცხა.











