ფლორიან ვირცის 125 მილიონ ევროდ გაფორმებით, ლივერპულმა თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი განახორციელა. გერმანელმა ფლეიმეიქერმა გადაასწრო ვირჯილ ვან დაიკს, ალისონ ბეკერს, დომინიკ სობოსლაისა და სხვებს. შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენის ბაიერის ყოფილი ლიდერის გარდა, მერსისაიდელებს მალე გიორგი მამარდაშვილიც შეუერთდება.
"წითლებმა" ქართველი მეკარე 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, თუმცა განათხოვრების წესით ის ვალენსიაში დატოვეს. საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერზე ყველაზე ძვირადღირებული კარის დარაჯი ენფილდზე მხოლოდ ალისონი (62.50 მილიონი) არის.
24 წლის მეკარეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ლივერპულის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ევროპელი კარის დარაჯი არის. რაც შეეხება მერსისაიდელთა ყველა შენაძენს ძვირადღირებულობის მხრივ, "ღამურების" ყოფილი 25-ე ნომერი 23-ე პოზიციაზე არის. მამარდაშვილი უსწრებს "წითლების" ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ლუის სუარესი, ხავიერ მასკერანო და ტიაგო ალკანტარა.
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ლივერპულის ისტორიაში
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | თანხა |
| 1. ფლორიან ვირცი | ლევერკუზენიდან | 125 მილიონი ევრო |
| 2. დარვინ ნუნიესი | ბენფიკადან | 85 მილიონი ევრო |
| 3. ვირჯილ ვან დაიკი | საუთჰემპტონიდან | 84.65 მილიონი ევრო |
| 4. დომინიკ სობოსლაი | ლაიფციგიდან | 70 მილიონი ევრო |
| 5. ალისონ ბეკერი | რომადან | 62.50 მილიონი ევრო |
| 6. ნაბი კეიტა | ლაიფციგიდან | 60 მილიონი ევრო |
| 7. ლუის დიასი | პორტუდან | 54 მილიონი ევრო |
| 8. კრისტიან ბენტეკე | ასტონ ვილადან | 46.50 მილიონი ევრო |
| 9. ფაბინიო ტავარესი | მონაკოდან | 45 მილიონი ევრო |
| 10. დიოგუ ჟოტა | ვულვზიდან | 44.70 მილიონი ევრო |
| 23. გიორგი მამარდაშვილი | ვალენსიადან | 23 მილიონი ევრო |









