როგორც მოგეხსენებათ, FIFA The Best-ის გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ ფიფას წევრი ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები. ასევე თითო ქვეყნიდან ერთი ჟურნალისტი. გამოკითხვაში მონაწილეებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ შემდეგ 11 მოთამაშეს შორის: მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე, ჰარი კეინი, უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, რაფინია ბელოლი, პედრი გონსალესი, ვიტინია ფერეირა, ნუნო მენდეში, ლამინ იამალი, კოულ პალმერი.
ვილი სანიოლის არჩევანი იყო ასეთი - დემბელე, ვიტინია, ჰაკიმი. გურამ კაშია - დემბელე, იამალი ვიტინია. საქართველოს მხრიდან მედია წარმომადგენელი იყო მამუკა კვარაცხელია, რომელმაც ხმა მისცა შემდეგ მოთამაშეებს: დემბელე, მბაპე, ჰაკიმი. როგორც მოგეხსენებათ, პრიზი საბოლოოდ უსმანმა მოიგო.









